კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით „მემარჯვენეები“ განცხადებას აქვეყნებენ

7 სექტემბერი, 2009
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მონაწილე პირებისთვის სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“ სპეციალურ განცხადებას აქვეყნებენ.

განცხადებაშია აღნიშნულია, რომ გირგვლიანის საქმე საქართველოში ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დაპირისპირების სიმბოლოდ გადაიქცა და სანამ საქართველოში მძლავრი საპროტესტო მოძრაობა არ გაჩნდა, მანამ არ დააკავეს ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში მონაწილენი. 

„მაშინაც დაკავებულ იქნა სადისტური მკვლელობის მონაწილეთა არასრული შემადგენლობა, რათა საგულდაგულოდ დამალულიყო  მაღალჩინოსან დამკვეთთა არსებობა. მათ მიესაჯათ წამებით მკვლელობისათვის სრულიად არაადექვატურად დაბალი სასჯელი. დადასტურებული ინფორმაციით საპატიმროში მკვლელები გამორჩეულად კარგ პირობებში იმყოფებოდნენ. გასულ წელს საზოგადოებისგან ფარულად, შეწყალების კომისიის ხელშეწყობითა და მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით მკვლელებს შეუმცირდათ სასჯელის ვადა. გუშინდელი ინფორმაციით კი, პირობითი ვადამდელი გათავისუფლების ინსტრუმენტის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილმა მკვლელები გაათავისუფლა პატიმრობიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„მემარჯვენეების“ განცხადებით,  ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ხელისუფლებას ფართო კამპანიური დიალოგი აქვს საზოგადოებასთან წამოწყებული.

„ისმის კითხვა – რა არის ეს? ხელისუფლების მხრიდან   საზოგადოების ცინიკური გამოწვევა თუ მკვლელების წინაშე ვალდებულება - ინფორმაციის დაფარვის სანაცვლოდ. ალბათ,  ორივე ერთად. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ამ საქმის ბოლომდე გახსნისა და დამნაშავეთა დასჯის შესაძლებლობა იმთავითვე არ არსებობდა. უკრაინაში მხოლოდ  ახლახან გაიხსნა ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმე და მხილებულნი არიან მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები“, - ნათქვამია განცხადებაში.

„მემარჯვენეები“ აღნიშნავენ, რომ საქართველოშიც, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, აუცილებლად დაისჯება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მონაწილე ყველა პირი.

„ეს მთელი საზოგადოების ღირსების საქმეა. სამწუხარო და შემაშფოთებელი ის არის, რომ მკვლელობის შემსრულებელთა და შემკვეთთა სიას ნებაყოფლობით მიემატნენ უპასუხისმგებლო და ამავე დროს, უკვე დამნაშავე პროკურორები, მოსამართლეები, შეწყალების კომისიის წევრები და პრეზიდენტი სააკაშვილი“, - ნათქვამია „ახალი მემარჯვენეების“ განცხადებაში.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“


ახალი ამბები