კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველ პირებს სარეიტინგო ქულების ან ფულადი დახმარების ოდენობის გასაჩივრების უფლება ექნებათ

7 სექტემბერი, 2009
სოციალურად დაუცველ პირებს მინიჭებული სარეიტინგო ქულების ან ფულადი დახმარების ოდენობის გასაჩივრების უფლება ექნებათ. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე მიიღო.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს სახალხო დამცველის ოფისში სოზარ სუბარმა პრესკონფერენცია გამართა.

მან აღნიშნა, რომ სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მეორე პუნქტთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ პუნქტით ზემოაღნიშნული პირობები არ საჩივრდებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა და აღნიშნული პუნქტი გაუქმდა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს პუნქტი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სოციალური დახმარების და უზრუნველყოფის უფლებებს, არამედ სხვა უფლებებსაც, როგორიც არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, თანასწორობის საკუთრების უფლება და ა.შ.

სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ამ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ მოქალაქეებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ, მიმართონ სასამართლოს და გაასაჩივრონ სარეიტინგო ქულები და ფულადი დახამრების ოდენობა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“


ახალი ამბები