კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო ბურჯანაძე – ხელისუფლებამ პატრიარქთან დაკავშირებით გავრცელებული ცრუ ინფორმაციისთვის პასუხი უნდა აგოს

8 სექტემბერი, 2009

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას საქართველოს პატრიარქისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსაჯვრდებულთა შეხვედრის თაობაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

რადიო „პალიტრასთან“ საუბრის დროს ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულები სამების საპატრიარქო ტაძარში პატრიარქს შეხვდნენ, სადაც მათ უწმინდესმა მონასტერში ცხოვრების კურთხევა მისცა, სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ინფორმაციის გავრცელებისთვის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს.

„არავითარი შეთანხმება არ ყოფილა, პატრიარქი ფაქტის წინაშე დადგა, როცა ეს ინფორმაცია მოისმინა“, - აღნიშნა ბურჯანაძემ. გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატრიარქმა გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს კურთხევა მისცა, მონასტერში ერთი წლით ცხოვრებაზე. აღნიშნული ინფორმაცია საპატრიარქომ უარყო.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები