კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კონსერვატორების“ თელავის ოფისში პოლიცია შევარდა

9 სექტემბერი, 2009

„კონსერვატიული პარტიის“ თელავის ორგანიზაციაში რამდენიმე წუთის წინ პოლიცია შეიჭრა და ოფისში მყოფ ადამიანებს სასტიკად უსწორდება, - ამის შეახებ განცხადება კახა კუკავამ რამოდენიმე წუთის წინ გააკეთა.

კუკავამ აღნიშნა, რომ ოფისში მყოფი ქალების და სხვა თანამშრომლების ცემა და სასტიკი წამება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ოფისში შესული არიან პოლიციის, კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები.

კუკავას თქმით, „კონსერვატორების“ ოფისში პოლიციის შევარდნა უკავშირდება თელავში დაგეგმილ მთავრობის ანგარიშს, სადაც სააკაშვილი ჩავიდა.

მისივი ინფორმაციით, ადგილობრივი ოპოზიციური ორგანიცაციები, მათ შორის „კონსერვატორები“ აქციის გამართვას გეგმავდნენ, რამაც პოლიციის სასტიკი ქმედება გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, სასტიკად არიან ნაცემები „კონსერვატორების“ წარმომადგენლები გოგიტა დალაქიშვილი, გოგიტა მოსაშვილი და ალიკა ტალიური.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები