კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქცია გაიმართა

16 სექტემბერი, 2009

გარემოვაჭრეები თბილისის მერს, გიგი უგულავას „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ადგილებზე დაბრუნებაში დახმარებას სთხოვენ. დღეს თბილისის მერიასთან 20-მდე გარემოვაჭრემ აქცია გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“  ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ, მარინა სახამბერიძემ განუცხადა, 20 აგვისტოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან 200-მდე გარემოვაჭრე აყარეს და მას შემდეგ ვაჭრობის საშუალება არ ეძლევათ.

„არადა იმ ტერიტორიაზე გარევაჭრობა ახლაც არის. გამოდის, რომ გარკვეული პირებისთვის დასაშვებია გარევაჭრობა, ჩვენთვის კი  - არა. წლებია, იქ ვვაჭრობთ და ამით ვარჩენთ ოჯახებს",- აღნიშნა  სახამბერიძემ.

დღესვე მერიაში გარემოვაჭრეებმა „კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაჩა ჩხარტიშვილის დახმარებით განცხადებაც შეიტანეს.

განცხადების მიხედვით, ისინი გარევაჭრობის საკითხის დარეგულირებამდე ძველი მეთოდით ვაჭრობის გაგრძელებას ითხოვენ. მოთხოვნილია, ასევე, შეიქმნას კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხს გარემოვაჭრეთა ინტერესების გათვალისწინებით მოაწესრიგებს.

„უგულავასაგან მოვითხოვთ, თავი დაანებოს კორუფციული ინტერესების ხელშეწყობას და გარემოვაჭრეთა დევნას. მათ უმრავლესობას ოჯახის წევრი ინვალიდი ჰყავს, ნაწილი დევნილია და  იძულებული არიან, გარევაჭრობით არჩინონ ოჯახები",-განაცხადა ჩხარტიშვილმა, რომელიც აქციას ორგანიზებას უწევდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები