კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის წინააღმდეგ სს საქმე აღიძრა

17 სექტემბერი, 2009

სიღნაღის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის გოგი ნიკვაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამარათლის საქმე აღიძრა. წნორის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმები ნიკვაშვილს ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ცენტრისთვის გამოყოფილი სამედიცინო აპარატურისა და მასალების მითვისებაში ადანაშაულებენ.

გამოძიების დაწყების მოთხოვნით კახეთის საოლქო პროკურატურას „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მიმართა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით, 2007 წელს, სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობა გარემონტდა და ცენტრი ახალი სამედიცინო აპარატურითა და მასალებით აღიჭურვა. წნორის საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომლის მომსახურებაც ქალაქ წნორში მცხოვრებ 6 ათასზე მეტ ადამიანზე იყო გათვლილი, ორი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. მთავარი ექიმი გოგი ნიკვაშვილი ექიმებს ცენტრში შესვლის და მუშაობის უფლებას არ აძლევდა, რაც დადასტურებულია ექიმების წერილობითი ახსნა-განმარტებებით. ექიმების თქმით, ნიკვაშვილმა მათ არაერთხელ უთხრა, რომ შეობაში შესვლა თუ უნდოდათ, კარი გაეტეხათ და ისე შესულიყვნენ. ექიმები საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობაში, რამდენიმე დღის წინ, სპეციალური კომისიის თანდასწრებით შევიდნენ. აღმოჩნდა, რომ ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა და სხვა სამედიცინო მასალები გატანილია“.

შპს „ჯანმრთელობას“ დირექტორი გოგი ნიკვაშვილი წნორის საოჯახო მედიცინის ცენტრის გაქურდვას უარყოფს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც აღნიშნული საქმით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაინტერესდა, ნიკვაშვილმა კარდიოგრაფიის აპარატი და გლუკომეტრი, შპს „ჯანმრთელობას“ ლაბორანტის მეშვეობით, საოჯახო მედიცინის ცენტრს დაუბრუნა. სხვა ტექნიკა და მასალები კი ამ დრომდე არ ჩანს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ამ თემაზე:

ადამიანის უფლებათა ცენტრი სიღნაღის საავადმყოფოს დირექტორის მიმართ სს საქმის აღძვრას ითხოვს 

ახალი ამბები