კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წნორის საავადმყოფოს დირექტორი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს მოკვლით ემუქრება

18 სექტემბერი, 2009

შპს „ჯანმრთელობა“ - წნორის საავადმყოფოს დირექტორი გოგი ნიკვაშვილი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს მოკვლით დაემუქრა.

„აღარ შეგარჩენ, როდის უნდა დამანებო თავი? გეძებ უკვე და სადაც გნახავ, ყელს გამოგჭრი“, - დაემუქრა ნიკვაშვილი ჟურნალისტს ისე, რომ საკუთარი ვინაობა არ გაუმჟღავნებია. ჟურნალისტმა მუქარის ავტორის ვინაობის დადგენა ტელეფონის ნომრის მეშვეობით შეძლო.

მთივლიშვილის განმარტებით, წნორის საავადმყოფის დირექტორის მხრიდან მისდამი ეს მუქარის პირველი შემთხვევა არ არის. „ცოტა ხნის წინ, გოგი ნიკვაშვილი საავადმყოფოს შესასვლელშიც დამხვდა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა. იგი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც ჩვენ 17 წლის მოზარდის გოდერძი ჯანყარაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოვეხმაურეთ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ნიკვაშვილის წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმე გუშინ აღიძრა. მას წნორის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმები ევროკავშირის ნაჩუქარი სამედიცინო აპარატურისა და მასალების ქურდობაში ადანაშაულებენ“, - აღნიშნავს მთივლიშვილი.

გოგი ნიკვაშვილი ჟურნალისტის მიმართ სიძულვილს არ მალავს, თუმცა მუქარის ფაქტებზე კომენტარს არ აკეთებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები