კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი გურჯაანის გამგებელს სოციალურ კორუფციაში ადანაშაულებს

21 სექტემბერი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი ჩივიაშვილს სოციალურ კორუფციაში ადანაშაულებს.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის ოფისში განაცხადეს, რომ 2009 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გასაწევად 120 ათასი ლარია გათვალისწინებული. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ცნობით, სოციალური დახმარებები ძირითადად გამგეობის ამჟამინდელ ან ყოფილ თანამშრომლებზე და თანამდებობის პირთა ახლობლებსა და მეზობლებზე გაიცემა. „გამგეობაში მუშაობს გამგებლის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც სოციალურად დაუცველი ადამიანების განცხადებებს განიხილავს. კომისია 7 წევრისგან შედგება და ყველა მათგანი გამგეობის და საკრებულოს თანამშრომელია. მას შემდეგ, რაც გამგეობაში არსებული სოციალური კორუფციის შესახებ ფაქტები მოვიძიეთ, გამგებელს მივმართეთ განცხადებით და კომისიაში წევრის სტატუსით ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლის ჩართვა ვთხოვეთ, რაზედაც უარი მივიღეთ. გარდა ამისა, გამგებლის მიერ უსაშველოდ არის გაბერილი შტატები და დასაქმებულები არიან ჩინოვნიკების ახლობლები. სოფლის გამგეობებში და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ სამსახურებში გაფორმებულები არიან ადამიანები, რომლებიც სამსახურში მხოლოდ ხელფასის ასაღებად მიდიან“, - აღნიშნეს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის ბრალდებებზე საპასუხოდ კახეთის საინფორმაციო ცენტრი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაუკავშირდა. ჩვენს კითხვებს გამგებელი ყვირილით შეხვდა: „მერე რა, თუ ბევრი ხალხია დასაქმებული. ამაში ცუდი რა არის? რაც შეეხება დახმარებების ნაცნობობით განაწილებას, ტყუილია“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები