კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრები კანონიერ უფლებას ვერ იყენებენ

22 სექტემბერი, 2009

ბათუმის #3 საპყრობილის პატიმრები კანონით გათვალისწინებულ უფლებას ვერ იყენებენ. უკვე ორი თვე, რაც საპყრობილეში ტელეფონი გაფუჭებულია. პატიმრებს კი საშუალება არ ეძლევათ, რომ ახლობლებს დაუკავშირდნენ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ფილიალს აღნიშნული ფაქტის გამო რამდენიმე პატიმრის ახლობელმა მიმართა: „კანონით ხომ ეკუთვნით ოჯახთან დაკავშირება? პაემნისას გვითხრეს, რომ ციხის ადმინისტრაცია არ ძლევს ჩვენთან დარეკვის უფლებას - ტელეფონია გაფუჭებულიო. ისედაც ხომ საშინელ პირობებში უწევთ ყოფნა ბათუმის #3 საპყრობილეში და კიდევ კანონიერი უფლების გამოყენების საშუალებას არ აძლევენ”.

ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია სახალხო დამცველის წარმომადგნელი ბათუმში, გიორგი ჩარკვიანიც.

ადამიანის უფლებათა ცენტრი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა #3 საპყრობილის უფროსთან გიორგი ვეკუასთან დაკავშირებას. თუმცა, ციხის ადმინისტრაცია ნომერზე 7 13 02 შესულ ზარებს არ პასუხობს. გიორგი ვეკუა რამდენიმე თვეა რაც ბათუმის #3 საპყრობილის უფროსია.

ახალი ამბები