კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტის ბიუროს მიმართა

25 სექტემბერი, 2009

საპარლამენტო ფრაქციამ „ძლიერი საქართველო“ პარლამენტის ბიუროს ოფიციალურად მიმართა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით, რომელიც პატიმრების კანონდარღვევით შეწყალების პრაქტიკას შეისწავლის.

„ძლიერი საქართველოს” წევრმა და კომისიის შექმნის ინიციატორმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაბამის განცხადებას პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს დღეს ჩააბარებს.

დეპუტატმა დღევანდელ პრესკონფერნციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ გადასახედია შეწყალების პოლიტიკა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარეც, უნდა გაირკვეს რა პრინციპით ხდება შეწყალება საქართველოში.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია შექმნის შემთხვევაში შეისწავლის როგორც შეწყალების პოლიტიკას და იქ არსებულ პრობლემებს, ასევე საბოლოოდ გაირკვევა პოლიციელის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი რატი რეხვიაშვილის შეწყალების საქმეც.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ ასევე აღნიშნა, რომ წარსულში ორჯერ ნასამართლევი რეხვიაშვილის ციხიდან გამოშვება შეწყალების კომისიის გვერდის ავლით მოხდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეწყალების თხოვნით არც მას და არც მის ოჯახს არც კომისიისთვის მიუმართავს და არც პრეზიდენტისთვის.

ამას გარდა, დღევადელ ბრიფინგზე ლორთქიფანიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2008 წლის 17 დეკემბრის შეწყალების აქტით 1287 შეწყალებულ პატიმართა შორის 300 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრედებული პირი შეწყალებული იქნა პრეზიდენტის უფლებამოსილებით, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით. სწორედ ამ სიაში მოხვდა რატი რეხვიაშვილიც და დღემდე პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, თუ რომელმა უწყებამ წარუდგინა პრეზიდენტს შესაწყალებელ პატიმართა სია.

„შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის საჯაროდ გაკეთებული განაცხადებით, მისდამი რწმუნებულ კომისიას აღნიშნული სია პრეზიდენტისთვის არ წარუდგენია. მანვე განაცხადა, რომ ასეთ სიებს ადგენს მთავარი პროკურატურა, და მისი განცხადებითვე, კომისიის მიერ  შესაწყალებელ პირთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილება მთავარ პროკურატურაში გადის დამატებით კონსტროლს“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პროცესში მონაწილეობას სოფლის მეურნეობის სამინისტროც კი იღებს.
 
უზნაძის ქუჩაზე მომხდარ გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებით კი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ უტყუარი მტკიცებულებებით უნდა გაეცეს პასუხი შეკითხვებს - თუ როგორ მოახერხა ერთმა ადამიანმა სამი პოლიციელის დაჭრა, ვინ დააკავა იგი და ვინ არის ამ ინციდენტისას ძარცვაში დაზარალებული ქალაბატონი.
 
საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარს უჭერს მთლიანად საპარლამენტო უმცირესობა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები