კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბერნარ კუშნერი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვებას მოითხოვს

1 ოქტომბერი, 2009

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვებას მოითხოვს. ამის შესახებ მან რადიო “ეხო მოსკვის” ეთერში განაცხადა.

კუშნერის განცხადებით, რუსეთმა არ შეასრულა მედვედევ-სარკოზის გეგმა, რამდენადაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვერ შედიან.

“რუსეთს შეთანხმება არ შეუსრულებია. კერძოდ, საუბარია ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვებაზე. აუცილებელია, დამკვირვებლებმა ორივე მხარეს იმუშავონ, კერძოდ სამხრეთ ოსეთშიც”, - განაცხადა კუშნერმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) საქართველოში პატრულირება 2008 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო. მისიის დამკვირვებლებს მედვედევი-სარკოზის შეთანხმების მიუხედავად აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოსკოვის, ასევე ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები დღემდე არ უშვებენ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები