კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქიბარ ხალვაში: „კახეთის ვიცეგუბერნატორმა ჩვენი მანქანა მიითვისა“

5 ოქტომბერი, 2009

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილს კომპანია „პრიზას“ ქონების მითვისებაში ადანაშაულებს.

როგორც ხალვაშმა განაცხადა, სიბაშვილი კომპანია „პრიზას“ კუთვნილი, „შევროლეს“ მარკის მანქანით დადის, რომლითაც მისი მეუღლე სარგებლობდა.

„მანქანა, რომლითაც სიბაშვილი გადაადგილდება, ორი წლის წინ არის ნაყიდი, თუმცა თითქმის ახალია. კომპანიამ მასში 26 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. სიბაშვილმა „პრიზას“ ავტოპარკიდან მანქანა გვიან ღამით თავად წაიღო“, - აცხადებს ქიბარ ხალვაში.

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე განმარტავს, რომ მანქანა მეგობრისგან აქვს ნათხოვი, თუმცა არ აკონკრეტებს ვისგან. მანქანაზე არაოფიციალურად არის მიმაგრებული კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის კუთვნილი მანქანის „ნისან პატფაინდერის“ სანომრე ნიშანი KAX-300. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თამარ გურჩიანის განმარტებით, სიბაშვილს სატრანსპორტო საშუალება უნდა ჩამოართვან და დააჯარიმონ, მაგრამ საპატრულო პოლიცია დარღვევაზე რეაგირებას არ ახდენს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები