კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოძრაობა ,,შემოგვიერთდი“ პოლიტპატიმრების დასაცავად ბრძოლას გააგრძელებს

5 ოქტომბერი, 2009

ორგანიზაციათა კოალიცია „შემოგვიერთდი“, დღეს მოძარობად ჩამოყალიბდა. მოძრაობა პოლიტპატიმრების დასაცავად შეიქმნა, თუმცა მხოლოდ ამ თემით არ შემოიფარგლება. ისინი მუშაობას უკანონოდ დაკავებული ადამიანების დაცვის გარდა სოციალურად გაჭირვებული ადამიანების დაცვის კუთხითაც წარმართავენ. „შემოგვიერთდი“ აპირებს სასამართლო სფეროში არსებული პრობლემების შესწავლასა და მათზე რეაგირებას. ორგანიზაციის თავმჯდომარე თიკო ნიბლოშვილის განცხადებით, სასამართლო კვლავაც რჩება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დამოკიდებულ ორგანოდ და ამ სფეროში, მთავრობის არაერთი შეპირების მიუხედავად, დიდი ხანია არაფერი შეცვლილა.

ორგანიზაციასთან თანამშრომლობს იურისტი აკაკი დარასელია. მისი თქმით მოძრაობა აპირებს საფუძვლიანად შეისწავლოს უკანონოდ ჩამორთმეული და მითვისებული ბიზნესის საკითხები. ამგვარი საქმეების ნიმუშად იურისტი „ელიტ-ელექტრონიქსის“ საქმეს ასახელებს.

მოძრაობისთვის პრიორიტეტული მერიის საქმიანობის მონიტორინგი და დარღვევების გამომზეურებაა. აკაკი დარასელიას თქმით მერიაში არსებობს გამდიდრების უკანონო გზები და მოძრაობის წევრები ამ სქემებს სულ მალე გამოააშკარავებენ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში მოქმედებს შერჩევითი სამართალი. ამის მაგალითად კი ასახელებენ ერთი მხრივ უკანონო პატიმრებს, როგორებიც არიან: ვაკო გრძელიშვილი, მამუკა შენგელია, დიტო დარასელია, რომელნიც კვლავ ციხეში არიან, მეორე მხრივ კი ე. წ. „ნაციონალ დამნაშავეებს“, რომლებიც მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, უკეთეს შემთხევავაში, მინიმალურ სასჯელს იხდიან.

მოძრაობა „შემოგვიერთდი“ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლას კანონით დაშვებული ყველა შესაძლო ფორმით გააგრძელებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები