კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველს მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას ურჩევს

6 ოქტომბერი, 2009

ოპოზიცონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველს მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას ურჩევს და მის განცხადებას პატიმრებით გადატვირთულობასთან დაკავშირებით „კატეგორიულად“ აკრიტიკებს.

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დიმიტრი ლორთღქიფანიძე სახალხო დამცველის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გიორგი ტუღუში ამბობს, რომ მართალია, ერთ-ერთი საპატიმრო გადატვირთულია, მაგრამ ეს პრობლემა ბევრ ქვეყანას აწუხებს და პრობლემის გადაჭრა საწოლების ჩადგმით არის შესაძლებელი.

„ამისთანა რეკომენდაცია შეიძლება, ბორტგამცილებელს მივცეთ, რომ გადატვირთული ბათუმი – თბილისი მატარებელში ჩადგას საწოლები“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ და გიორგი ტუღუშს მისი მოვალეობები და უფლებები შეახსენა.

ამასთან, დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ქსნის საპატიმროზე, სადაც 422-ადგილიან საპატიმროში შვიდასზე მეტი პატიმარი იხდის სასჯელას, მათი უმრავლესობა ერთდროულად დაავადებულია, როგორც ტუბერკულოზით და შიდსით, ისე  - ტუბერკულოზით და C-ჰეპატიტით.

დეპუტატის თქმით, ეს ადამიანები სასჯელის გადავადებას ექვემდებარებიან და სახალხო დამცველს მათი მონახულებისა და შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები