კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთისძირის გამგებელი: „ვინც სასამართლოში მიჩივლებს, შუბლს გავუხვრეტ“

6 ოქტომბერი, 2009

ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირის გამგებელი მალხაზ კალაიჯიშვილი დაზარალებულ თანასოფლელებს სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში „შუბლის გახვრეტით“ ემუქრება.

სოფელ მთისძირის მაცხოვრებლები, რომელთაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 2007 წლის ზაფხულში, მონტგომერის დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ღორები გაუნადგურეს, კომპენსაციის მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. დაზარალებულ მოსახლეობას იურიდიულ დახმარებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისი უწევს.

მთისძირის გამგებელმა მუქარის ფაქტი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარშიც დაადასტურა. „მე მათი ღორები არ დამიხოცავს. ვინც გაბედავს და სასამართლოში მიჩივლებს, შუბლს გავუხვრეტ“, - განაცხადა მალხაზ კალაიჯიშვილმა.

დაზარალებული მოქალაქეებისთვის კანონით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის გადახდის რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობას, 2008 წელს, სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმაც მიმართა, მაგრამ მთავრობამ ომბუდსმენის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები