კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანური განვითარების ინდექსით საქართველო 89-ე ადგილზეა

7 ოქტომბერი, 2009

გაერო-ს მონაცემებით, ადამიანური განვითარების ინდექსით საქართველო 89-ე ადგილზეა.

ადამიანური განვითარების ინდექსის 2007 წლის ანგარიში, რომელიც გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) მოამზადა, ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ანგარიში დაყოფილია ოთხ ნაწილად: „ძალიან მაღალი განვითარების დონე“, სადაც პირველ ადგილზეა ნორვეგია და აქ შედის თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა,  აგრეთვე, აშშ, კანადა.

„მაღალი განვითარების დონე“ - ბალტიის ქვეყნები, ზოგიერთი ევროპული და აზიური ქვეყანა შედის;

საქართველო საშუალო განვითარების ქვეყნებში შედის. აღნიშნულ ნაწილს ხსნის სომხეთი, რომელიც, ანგარიშის თანახმად, ადამიანური განვითარების ინდექსით  84-ე ადგილზეა, შემდეგ მოდიან უკრაინა, აზერბაიჯანი, ტაილანდი, ირანი და 89-ე ადგილზე საქართველო.

ანგარიშის მეოთხე ნაწილია „დაბალი განვითარების ქვეყნები“, რომელსაც 159-ე ადგილით ტოგო ხსნის. ამ ნაწილში შედის აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა და 182-ე ადგილით ნიგერია ასრულებს.

გაერო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, ანგარიში სამი კრიტერიუმის მიხედვით მომზადდა და ასახავს ამა თუ იმ ქვეყნაში ადამიანების ღირსეული ცხოვრების საშუალო მაჩვენებელს. ეს კრიტერიუმებია: ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება (ქვეყნის უნარი, უზრუნველყოს მოქალაქე გამართული ჯანდაცვის სისტემით); განათლების ხელმისაწვდომობა (ქვეყნის უნარი, უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის განათლების თანაბრად მიღების შესაძლებლობა);  ღირსეული ცხვორების დონე (ქვეყნების საარსებო მინიმუმის კალათა გამოთვლილია აშშ დოლარის მიხედვით).

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები