კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უხელფასოდ დარჩენილი მუშები საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ

7 ოქტომბერი, 2009

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა – რეაბილიტაციაზე მომუშავე ასამდე ადამიანი, რომლებსაც შპს „მოდერნისგან“ ოთხი თვის ხელფასი აქვთ მისაღები, საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს.

მუშებმა განაცხადეს, რომ ხელფასის გადახდის მოთხოვნით შპს „მოდერნის“ ხელმძღვანელობას არაერთხელ მიაკითხეს, სადაც მათ უთხრეს, რომ ორგანიზაციის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა აგვიანებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სოფელ გურჯაანის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის 599 986 ლარი გამოიყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „მოდერნმა“ შეასრულა. გამგებლის მოადგილის გოგა პეტრუზაშვილის განცხადებით, კომპანიას შესრულებული სამუშაოების მიხედვით სულ 499 240 ლარი ჩაერიცხა. „ამ თანხებში შედიოდა შპს „მოდერნის“ მიერ სამუშაოებზე დასაქმებულ პირთა ხელფასის თანხებიც. მართალია, ჩვენ კომპანიისთვის 100 746 ლარი გადასარიცხი გვაქვს, თუმცა ეს თანხა ორგანიზაციის მოგების თანხაა და მას შემდეგ გადავრიცხავთ, რაც სასამართლო ექსპერტიზა „მოდერნის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებს შეამოწმებს და შესაბამის დასკვნას დადებს“, - განაცხადა პეტრუზაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები