კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სიღნაღის გამგებელს საკრებულოში უჩივის

8 ოქტომბერი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს ნოდარ კოჭლამაზაშვილს სიღნაღის საკრებულოში უჩივის.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში განაცხადეს, რომ ორგანიზაციამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 2009 წლის 29 ივლისს მოითხოვა გამგეობაში დაცული საჯარო ინფორმაცია სიღნაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რაზედაც პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. „გამგებელს ადმინისტრაციული საჩივრით 11 აგვისტოს მივმართეთ, მაგრამ ამ დრომდე არც ჩვენს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გადმოუციათ და არც ადმინისტრაციული საჩივარი განუხილავთ, რაც კანონდარღვევაა. ამის გამო, საჩივრით მივმართეთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულებასთან ერთად, გამგებლისთვის დიციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაც მოვითხოვეთ“, - განაცხადეს უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის ოფისში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა კახეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ყველაზე დახურული დაწესებულებაა, რასაც კვლევის შედეგებიც ადასტურებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ორი დღის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობისათვის სპეციალური სიგელით და დავით აღმაშენებლის სახელობის მედლით დააჯილდოვეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები