კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამუშაო საათებში ჩინოვნიკები „ოდნოკლასნიკებში“ ერთობიან

9 ოქტომბერი, 2009

ორდღიანი დაკვირვების შედეგად კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ კახელი ჩინოვნიკები სამუშაო საათებში „ოდნოკლასნიკებში“ ერთობიან.

მაგალითად, გუშინ, სამუშაო საათების დასრულებამდე, როცა ჩვენი ექსპერიმენტის შედეგად თელავში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი თელავის საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან ახალაურთან შეხვედრას ცდილობდა, ახალაური „ოდნოკლასნიკებში“ ერთობოდა. სამუშაო საათებში გუშინაც და დღესაც ამავე საიტზე ერთობოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი და სხვა ჩინოვნიკები: ლექსო მათეშვილი – სიღნაღის გამგებლის პირველი მოადგილე; ფიქრია წერეთელი – კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი; იმედა კევლიშვილი – თელავის საკრებულოს იურისტი; ნინო კოშაძე – გურჯაანის გამგეობის პრესმდივანი; ნუკრი შანშიაშვილი – დედოფლისწყაროს რაიონის გამგებლის მოადგილე და სხვები.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების მიერ მართულმა ტელევიზიებმა საზოგადოებას „ოდნოკლასნიკების“ დატოვებისაკენ არაერთხელ მოუწოდეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რიგით ჩინოვნიკებთან ერთად ხელისუფლების პირველი პირები სამუშაო საათებშიც კი ამ საიტზე ერთობიან.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები