კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მემარჯვენეები“ ხელისუფლებას სთხოვენ, შეწყვიტოს სატელევიზიო არხების პროპაგანიდის მიზნით გამოყენება

12 ოქტომბერი, 2009

„ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებას სთხოვენ, შეწყვიტოს სატელევიზიო არხების პროპაგანიდის მიზნით გამოყენება.

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ახალმა მემარჯვენეებმა“ დღეს გაავრცელეს.

განცხადების მიხედვით, 7 ოქტომბერს  ტელეკომპანიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტალიავინის მისიის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა  წევრმა, „გაზპრომისგან“ „ჰონორარი“ მიიღო. ცოტა ხნის წინ კი ტელეარხები გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის „გაზპრომში“ სამუშაოდ გასავლის შესახებ იუწყებოდნენ.

„სამწუხაროდ, იგივე არხებს არ გაუვრცელებიათ და დღემდე საზოგადოებისთვის უცნობია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გერმანიის საელჩომ საქართველოში 8 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადებით ქართული მედიისგან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და კომისიის წევრების შესახებ გავრცელებული „მცდარი ინფორმაციის“ შესწორება მოითხოვა. გერმანიის საელჩო კატეგორიულად უარყოფს ქართულ მედიაში გამოთქმულ სპეკულაციებს, და იმედოვნებს, რომ მომავალში აღარ ექნება ადგილი მსგავს ჟურნალისტურ შეცდომებს“, - ნათქვამია „ახლების“ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი  სატელევიზიო არხები ფაქტებს ამახინჯებენ და ეწევიან დეზინფორმაციას, რაც ადამიანის ერთერთი ძირითადი უფლების – მიიღოს უტყუარი ინფორმაცია, უხეში დარღვევა“.

„მემარჯვენეები“ მიიჩნევენ, რომ სატელევიზიო არხები ხშირად ამახინჯებენ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების კომენტარებსაც და მოსახლეობას მათი ინტერვიუებისა და გამოსვლების  არასწორ თარგმანს აწვდიან.

„საქართველოსა და აშშ–ს შორის 2009 წლის 15 იანვარს გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის თანახმად, ქართული მხარე იღებდა ვალდებულებას მედიის თავისუფლების, ობიექტური ახალი ამბებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ. აღებულ ვალდებულებათა შესრულების კონტექსტში ნამდვილად არ ჯდება, რაც დღეს ნაციონალურ სიხშირეზე მომუშავე სატელევიზიო არხებზე ხდება. მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, თავი დაანებოს სატელევიზიო არხების გამოყენებას პროპაგანდის მიზნით, მოვითხოვთ ამ სატელევიზიო არხების ხელმძღვანელობისგან, მოსახლეობას მიაწოდონ ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი ინფორმაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები