კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ „ტვ-25“-ის სარჩელის დაუკმაყოფილებლობაზე განმარტება გააკეთა

15 ოქტომბერი, 2009

სასამართლომ „ტვ-25“-ის სარჩელის დაუკმაყოფილებლობაზე განმარტება გააკეთა.
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შპს „ტელეარხ 25-ის“ სარჩელი და ძალაში დატოვა საგადასახადო აქტი, რომლის მიხედვით ტელეკომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო ფონდების სასარგებლოდ 277 547 ლარის გადახდა აქვს დაკისრებული.

მოსარჩელემ 2009 წლის 28 ივლისის საგადასახადო აქტის გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება დაასახელა, რომლის მიხედვით  ბათილად იქნა ცნობილი შპს „ტელეარხი 25-სთვის“ საგადასახადო შემოწმების აქტით 438 138 ლარის დარიცხვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის საგადასახადო ინსპექციას დავალებული ჰქონდა არსებითად გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიეღო ახალი ადმინისტრაციული აქტი. ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა 2004 წლის შემოწმების აქტზე დაყრდნობით გამოსცა საგადასახადო მოთხოვნა, რისი უფლებაც მას კანონით ჰქონდა მინიჭებული. რაც შეეხება სხვა სასარჩელო მოთხოვნებს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ საგადასახადო შემოწმება იყო გეგმიური ხასიათის და კანონის თანახმად, მოსამართლის ბრძანებას არ საჭიროებდა. ამასთან, მოსარჩელის მიმართ დარიცხულ თანხებზე არ ვრცელდება „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ შპს „ტელეარხი 25-ის“ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ამ თემაზე:

საგადასახადო ინსპექცია დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ

ახალი ამბები