კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსი ოკუპანტების მიერ 3 თვის წინ გატაცებული მახარე მახათაძე ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს

16 ოქტომბერი, 2009

ზუგდიდის რაიონის მცხოვრები მახარე მახათაძე, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა 3 თვის წინ დააკავეს, ამჟამად ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობს. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე მახათაძე, რომელიც ენგურის ხიდზე ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობდა, მათ დააკავეს და სასტიკად სცემეს. იგი ამჟამად ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობს“, - განაცხადა ბარამიამ.

მისი განმარტებით, რამდენადაც ქართულ მხარეს უშუალოდ რუს ოკუპანტებზე ზემოქმედების ბერკეტი არ აქვს, დახმარებისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიმართეს.

„ჩვენ ვთხოვეთ მისიას, ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოახდინონ და ადამინაის უფელებების დარღვევის კიდევ ერთი უხეში ფაქტი შეაფასონ“, - განაცხადა ბარამიამ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები