კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში ნოღაიდელის პარტიის მიერ ორგანიზებული „TV 25“-ის მხარდამჭერი მსვლელობა დაიწყო

16 ოქტომბერი, 2009

ბათუმში „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა დაიწყო, რომლის მიზანიც „TV 25“-ის მხარდაჭერაა.

აქციაში მონაწილეობენ პარტიის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, ოპოზიციური პარტიების ბათუმის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენელები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები.

საპროტესტო მსვლელობა ტელეკომპანიის შენობიდან დაიწყო, რომელიც თბილისის მოედნამდე გაგრძელდება. Aაქციის მონაწილეები ქუჩებში პლაკატებსა და ე. წ. სტიკერებს გააკრავენ.

მოგვიანებით კი, „TV 25“-ის მხარდამჭერები, ხობის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ, სადაც მსვლელობა დასრულდება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიას, რომელიც აჭარის ტერიტორიზე მაუწყებლობს, ასლან აბაშიძის დროინდელი საგადასახადო დავალიანების, კერძოდ, 350 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ტელევიზიის ქონებას აუქციონზე გაყიდვა ემუქრება.

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოთვის“ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ ეს არის გამოგონილი ბრალდება, რითაც ხელისუფლება ცდილობს, კიდევ ერთ ოპოზიციურ არხს გაუსწორდეს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები