კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედია კლუბისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ

19 ოქტომბერი, 2009

მედია კლუბის ინიცირებითა და ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ორგანიზებით დღეს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

ფონდის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან მედია კლუბის წევრები ნინია კაკაბაძე, ლაშა ბაქრაძე, შორენა შავერდაშვილი და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებამ ჩამოაყალიბოს საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება მიმდინარე საკითხთან მიმართებაში“, - მიაჩნიათ შეხვედრის ორგანიზატორებს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები