კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ პრეცედენტული გადაწყვეტილება გამოიტანა

21 ოქტომბერი, 2009

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ პრეცედენტული გადაწყვეტილება გამოიტანა.

ევროსასამართლომ ევროკონვენციის დარღვევა დავით გორგილაძის საქმეზე დაადგინა, თუმცა ეს გადაწყვეტილება პრეცედენტულია და სხვა პატიმრებსაც ეხებათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ხელმძღვანელმა, მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ ყველა პირს, რომლის საქმეც 1999 წლიდან 2005 წლამდე უზენაესმა სასამართლომ პირველი ინსტანციით განიხილა, შეუძლია, საქმის ხელახალი არსებითი განხილვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

მისივე ინფორმაციით, ევროსასამართლომ გორგილაძის საქმეზე დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა, რომელმაც გორგილაძის საქმე განიხილა, საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამებოდა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ ევროკონვენციის მეექვსე მუხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა,  ვინაიდან გორგილაძის საქმე არაკომპეტენტურმა სასამართლო შემადგენლობამ განიხილა. კერძოდ, 2003 წელს გორგილაძის საქმე განიხილა ერთმა მოსამართლემ და ორმა არაიურისტმა მსაჯულმა. 1997 წელს საერთო სასამართლოების კანონის მიხედვით გაუქმდა მსაჯულთა მარეგულირებელი წესი და მსაჯულთა მოქმედება კანონგარეშე იყო. ისინი საქმის განხილვაში უკანონოდ მონაწილეობდნენ. კოლეგია, რომელშიც მსაჯულები შედიოდნენ, 2005 წელს გაუქმდა. საქართველო ევროკონვენციას 1999 წლიდან შეუერთდა, ამიტომ ვალდებული იყო, საქმეები ევროკონვენციის შესაბამისად განეხილა.

აღნიშნული დარღვევის გამო ევროსასამართლომ საქართველოს გორგილაძის სასარგებლოდ 5 000 ევროს გადახდა დააკისრა.

გარდა ამ დარღვევისა, ევროსასამართლომ გორგილაძის საქმეში ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევაც დაადგინა, რაც  ნიშნავს, რომ ციხის პირობებში პატიმრის უფლებები ირღვეოდა.

გორგილაძე მამა-შვილის მკვლელობისათვის ლანჩხუთში დააპატიმრეს. 2003 წლის 21 მაისს უზენაესმა სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამჟამად გორგილაძე სასჯელს გეგუთის #8 საპყრობილეში იხდის.

წყარო:ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები