კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გურჯაანის გამგეობა საბიუჯეტო თანხებს ნათესავებზე ხარჯავს“

22 ოქტომბერი, 2009

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის წევრმა ლევან ხაზიურმა განაცხადა, რომ გურჯაანის მუნიციპალური ბიუჯეტი სოციალურად გაჭირვებულებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების და მკურნალობისათვის საჭირო ხარჯებს ითვალისწინებს, თუმცა გამგეობა ამ დახმარებებს მხოლოდ ნათესაური ნიშნით გასცემს.

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ გურჯაანის ორგანიზაციის წევრთა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ჩივიაშვილი. „ვინც ამას ამბობს, ჭკუანაღრძობი ადამიანია. არასერიოზული ადამიანების მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გამოთქმულ ბრალდებებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? თუ აქვთ ასეთი ფაქტები, პრესკონფერენცია კი არ უნდა ჩაატარონ, შესაბამის ორგანოებს მიმართონ და დანაშაულის გამოძიება მოითხოვონ“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები