კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამბაქოს ინდუსტრიისგან დაზარალებული მოქალაქე „LM“-ის მწარმოებლებს საქართველოში 500 ათას ლარს ედავება

26 ოქტომბერი, 2009

თამბაქოს ინდუსტრიისგან დაზარალებული მოქალაქე გიული ჩხაიძე საქართველოში „LM“-ის მარკის სიგარეტის მწარმოებელ შპს „ოჯთ“-ს კომპენსაციის სახით 500 ათას ლარს ედავება.

როგორც ჩხაიძის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, დაზარალებული მწარმოებელს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. კერძოდ, ადვოკატის განმარტებით, მწარმოებელმა სიგარეტის კოლოფზე გამაფრთხილებელი წარწერა მხოლოდ ორსულებისთვის გააკეთა, რითაც იგნორირებულია დანარჩენი მომხმარებლის უფლებები.

„გიული ჩხაიძემ, რომელიც წლების განმავლობაში მოიხმარდა „LM“-ის მარკის სიგარეტს, ცოტა ხნის წინ გაიკეთა ოპერაცია, რის გამოც მიეცა რეკომენდაცია თავი დაენებებინა თამბაქოსთვის, თუმცა, იმის გამო, რომ ორგანიზმი შეჩვეული იყო ნიკოტინს, მან სიგარეტის მოწევას თავი ვერ გაანება“, - აღნიშნა ხატიაშვილმა.

მისი თქმით, კოლოფზე რომ ყოფილიყო გამაფრთხილებელი წარწერა - მოწევა იწვევს შეჩვევას, მომხმარებელი მსგავს მდგომარეობში არ აღმოჩნდებოდა.

ადვოკატის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით დაზარალებულმა უკვე მიმართა სასამართლოს და პირველი პროცესი 27 ოქტომბერს არის დანიშნული.

„ეს იქნება უპრეცედენტო პროცესი, ამ ტიპის სარჩელს სასამართლო საქართველოში პირველად განიხილავს“, - აღნიშნა ხატიაშვილმა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი თავისთავად აფრთხილებს სიგარეტის სხვა მწარმოებლებს, რომ  ვალდებულნი არიან დაიცვან მომხმარებლის უფლებები და პროდუქციაზე ყველა მოსალოდნელ შედეგთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი წარწერები გააკეთონ. „ამას მათ კანონი ავალდებულებს“, - დასძინა მან.

აღიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 14:00 საათზე, კაფე „ჯაზუ“-ში ადვოკატ ზაზა ხატიაშვილისა და თამბაქოს კონტროლის ალიანსის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები