კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედაქალაქის მერია თბილისში სპორტული მოედნების უსაფრთხოების გადამოწმებას იწყებს

27 ოქტომბერი, 2009

დიღომში მდებარე ფეხბურთის მოედანზე  წუხელ უბედური შემთხვევა მოხდა.
სტადიონზე ფეხბურთის კარის ძელის ჩამოვარდნის შედეგად 9 წლის გიორგი ქინქლაძე დაიღუპა.

თვიმხილველთა ინფორმაციით, ბავშვი კარს ჩამოეკიდა, კარის ძელი ჩამოვარდა და  ბავშვი ქვეშ მოყვა.

იგი ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

სტადიონის მეთვალყურე ირაკლი გიორგაძე აცხადებს, რომ კარი სათამაშო მოედანზე მუდმივად ჯაჭვით იყო დამაგრებული, თუმცა გუშინ ასე არ აღმოჩნდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ანალოგიური უბედური შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ ნუცუბიძის ფერდობზეც  მოხდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია თბილისში სპორტული მოედნების უსაფრთხოების გადამოწმებას იწყებს.

თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას განცხადებით, კომპანიის მიერ, რომლმაც სტადიონი ააშენა, უსაფრხოების ზომები დარღვეული არ ყოფილა.
 
მისივე თქმით, ყველა სტადიონს ჰყავს ზედამხედველი, რომელიც მოედნის უსაფრთხოებას აფიქსირებს. ზედამხედველის ვარაუდით კი, ჯაჭვი, რომლითაც საფეხბურთო კარის ძელი იყო დამაგრებული. უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე საათის წინ მოიპარეს.
  
ქაცარავამ აღნიშნა, რომ  სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება, მოხდეს თუ არა ხელოვნურსაფარიან სტადიონებზე საფეხბურთო კარის ბეტონით ფიქსაცია ან შედუღება.

თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, აქამდე საფეხბურთო კარის ფიქსაცია არ ხდებოდა, რადგან დაჯახების დროს მასზე ბავშვებს ნაკლები ტრამვა მიეღოთ. იგი მხოლოდ ჯაჭვებით იყო დამაგრებული.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები