კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობა ქარხნებიდან გამონაბოლქვისა და ხმაურის გამო შეწუხებულია

28 ოქტომბერი, 2009

ბათუმის გარეუბანში,  ბარცხანის დასახლებაში ქართული ზეთის, „ბათოილისა“ და ფარმაცეტიული ქარხნის „ბათფარმას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მოსახლეობის თქმით, “ბათოილის” ქარხნიდან ღამის საათებში მძაფრი სუნი გამოდის, ხოლო “ბათფარმას” ქარხნიდან კი ისეთი ხმაური ისმის, რომ ბარცხანას დასახლებაში ცხოვრება უკვე შეუძლებელია.

მოსახლეობა შიშობს, რომ „ბათოილის“ ქარხნიდან გამომავალი მძაფრი სუნი მათ დაავადებას გამოიწვევს. ბარცხანელები ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის მერიას ოფიაცილაური განცხადებით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია და ისევ პრობლემათ რჩება.

მოსახლეობის მოთხოვნაა რომ რაც შეიძლება მალე დამონტაჯდეს საჭირო ფილტრი „ბათოილის“ ქარხანაში. „გვინდა დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა. გამონაბოლქვი უკვე გვაწუხებს და გვეშიანია დაავადებების გავრცელების. ბევრჯერ მივმართეთ ქალაქის მერიას და გარემოს დაცვის ინსპექციას, მაგრამ დღემდე გაუსაძლის სიტუაციაში ვცხოვრობთ. რას ელოდებიან არ ვიცი“, - გვითხრა მანანა ცეცხლაძემ.

კომპანია „ბათოილში“ აღიარებენ, რომ სპეციალური ფილტრი არ არსებობს და ის ერთ თვეში დამონტაჟდება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ბათუმი

ახალი ამბები