კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გრემისხევიდან გატაცებულ 16 ქართველს ქართულ მხარეს 1,5 საათში გადმოსცემენ

30 ოქტომბერი, 2009

დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევიდან გატაცებული 16 ქართველი გათავისუფლებულია. შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, დაკავებულების გადმოცემა დაახლოებით საათნახევარში განხორციელდება. „დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ დაკავებულები უკვე გაათავისუფლეს, მათ დაახლოებით საათნახევარში გადმოიყვანენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ უცნობია. ასევე არ ვიცით, რის საფუძველზე მოხდა მათი გათავისუფლება“, - განაცხადა უტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოსმა კრიმინალებმა და რუსმა ოკუპანტებმა 16 ქართველი დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის ტყეში 25 ოქტომბერს დააკავეს.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები