ამერიკელ სამხედროებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის გუშინ მომხადარ ინციდენტზე დღეს კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ინციდენტში რაიმე დიპლომატიური ჩარევა, მისი აზრით, საჭირო არ არის, რადგან მსგავსი ინციდენტები ხდება ხოლმე. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის ჩაერთოს ამ საქმეში თუ ამის თაობაზე რაიმე ინფორმაცია და რაიმე რეაგირების მოთხოვნა იქნება აშშ-ის მხრიდან.
ამასთანავე, ნინო კალანდაძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ინციდენტი რაიმე პოლიტიკურ სკანდალში არ გადაიზრდება.
გუშინ საღამოს თბილისში, სასტუმრო „ვარაზთან“ სამმა მთვრალმა ამერიკელმა სამხედრომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ორ ქართველს. ერთ-ერთმა სამხედრომ ქართველი თავის არეში მსუბუქად დაჭრა.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“