კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიმიტრი შაშკინი ყოველთვიურად ონლაინ-პრესკონფერენციებს გამართავს

3 ნოემბერი, 2009

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამინისტროს ვებ-გვერდზე ყოველთვიურად ონლაინ-პრესკონფერენციებს გამართავს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა დოდო გუგავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სამინისტრო ახალი ინიციატივით გამოდის. სამინისტროს პორტალზე - www.mcla.gov.ge, ახალი სექცია „თქვენს კითხვებს პასუხობს მინისტრი“ შეიქმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ნებისმიერი შეკითხვა დასვას და მინისტრისგან ამომწურავი პასუხი მიიღოს. პასუხი გაეცემა ყველა შეკითხვას, თუ ის მსჯავრდებულის ან სხვა პირის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას არ ლახავს. მოქალაქეებს კითხვების გაგზავნა სამინისტროს ვებ-გვერდზე შეუძლიათ“, - აღნიშნა გუგავამ.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები