კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი გაერო-ს ადამიანის უფლებათა დამცველი უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს

4 ნოემბერი, 2009

„ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარე, ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გაერო-ს ადამიანის უფლებათა დამცველი უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს.

საბჭოში, რომელიც ხუთი წარმომადგენლისგან შედგება, წევრთა შერჩევა გაერო-ს გენერალური მდივნის უშუალო მონაწილეობით ხდება.

საბჭოს წევრები აირჩევიან 3 წლის ვადით. მათ ფუნქციას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უმაღლესი კომისრისთვის რჩევების მიცემა და მონიტორინგის განხორციელება წარმოაგენს.

სოზარ სუაბრმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, ვინ წარადგინა საბჭოს წევრობის კანდიდატად.

„რამდენადაც ვიცი, არსებობოდა კანდიდატთა საკმაოდ დიდი ნუსხა, საიდანაც გაერო-ს ადამიანთა უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ჩემი კანდიდატურა აირჩია და დასამტკიცებლად გაერო-ს გენერალურ მდივანს წარუდგინა. როგორც შემატყობინეს, ნუსხა შედგებოდა ძალიან პატივსაცემი კანდიდატებისგან. მით უფრო გაოცებული დავრჩი, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. სიმართლე გითხრათ, არც ის ვიცი, ამ სიაში როგორ მოვხვდი“, -აღნიშნა სუბარმა.

მისივე თქმით, მრეჩველთა საბჭოს თითოეული წევრი მსოფლიოს 5 პირობითად დაყოფილ რეგიონს წარმოადგენს.

„სამხრეთა ამერიკის რეგიონს წარმოადგენს არგენტინელი პროფესორი ქალბატონი, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპის დასავლურ ნაწილს - კანადელი პროფესორი, აფრიკას - აფრიკელი მეცნიერი, აზია-წყნარ ოკეანეს - შრილანკელი პროფესორი ქალბატონი, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას – მე. როგორც ხედავთ, ყველა მრჩეველი მეცნიერია და მხოლოდ მე გალხავართ პრაქტიკოსი უფლებათადამცველი“, - განაცხადა სუბარმა, რომლის ინფორმაციითაც, საბჭო წელიწადში სულ მცირე ორჯერ შეიკრიბება.

„პირველი შეკრება უკვე გვქონდა, სადაც მომდევნო ორი წლის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები დავსახეთ. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის მოულოდნელი და ძალიან საპატიო საქმიანობაა“, - განაცხადა სუბარმა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა დამცველი უმაღლესი კომისარი ამჟამად სამხრეთ აფრიკელი ქალბატონი ნავანესემ პილაია.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები