სახალხო დამცველის აპარატიდან 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს. აპარატის ახალი დებულება და საშტატო ნუსხა ხვალ, 2009 წლის 6 ნოემბერს ამოქმედდება, თუმცა მართლმსაჯულების სამმართელოს უფროსად უკვე დაინიშნა, საქართველოს მთავარი პროკურატურის ერთ-ერთი სამმართველოს ყოფილი უფროსი თინა გოლეთიანი.
სახალხო დამცველის აპარატიდან გათავისუფლდნენ ქეთევან საგინაშვილი, ლილი მსხილაძე, ილია თურმანიძე, ლევან არღვლიანი, ალექსანდრა ობოლაძე, ია გუმბერიძე, თამარ რომელაშვილი, ირაკლი ცხადაძე, ნინო ცაგარეიშვილი, არჩილ გორხელაშვილი, მაია გაგოშიძე, კახა გაბუნია და ვლადიმერ მგალობლიშვილი.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი