კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ბავშვები განათლებას ვერ იღებენ

9 ნოემბერი, 2009

ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ბავშვები, რომლებიც პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობენ, სკოლაში ვერ დადიან. განათლების მისაღებად ბავშვებმა სოფელ დუისის საჯარო სკოლაში უნდა იარონ. წინუბნიდან დუისამდე კი დაახლოებით 5 კილომეტრია. ბავშვებმა ეს გზა ფეხით უნდა გაიარონ, რადგან მათ მიკროავტობუსი არ ემსახურებათ. გზა კი საკმაოდ სახიფათოა.

როგორც ჩეჩნეთიდან ლტოლვილებმა განაცხადეს, სკოლაში სიარულის პერიოდში ბავშვებს გზაზე არაერთხელ მგლები გადააწყდნენ. მოზარდები მტაცებლების თავდასხმას ძლივს გადაურჩნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება ზამთარშია, რა დროსაც, პანკისის ხეობა რთული კლიმატური პირობებით გამოირჩევა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა მაისურაძის განცხადებით, ლტოლვილი ბავშვების ერთი სოფლიდან მეორეში, სკოლაში ტრანსპორტირების მიზნით, გამგეობა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. „მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხებს ვითვალისწინებთ. გარდა ამისა, გაეროს უმაღლესი კომისარიატი დაგვპირდა, რომ მიკროავტობუსებს გადმოგვცემენ“, - აღნიშნა გამგებელმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები