კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკავებული ქართველი მოზარდები ცხინვალში ჟურნალისტებმა და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა მოინახულეს

9 ნოემბერი, 2009

დაკავებული ქართველი მოზარდები ცხინვალში ჟურნალისტებმა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლებმა მოინახულეს. ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულები თავს ნორმალურად გრძნობენ და მათზე არანაირი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ხორციელდება.

ოსი ჟურნალისტების ინფორმაციით, რომლებმაც ქართველი მოზარდები ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში მოინახულეს, დაკავებულებმა იციან მათ მიმართ წაყენებული ბრალდებების შესახებ. ამასთან, ქართველი მოზარდები აცხადებენ, რომ მათ ყუმბარები და ასაფეთქებელი ნივთიერებები არ ჰქონიათ და ჩანთაში მხოლოდ საკვები პროდუქტები იყო. 

ოსური მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს აცნობეს, თუ სად გადის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი და რომ "საზღვრის დამრღვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება".

კითხვაზე, თუ „რა მიზნით შევიდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, ერთ-ერთმა დაკავებულმა უპასუხა, რომ ცხინვალის რაიონის სოფელ ხეითში თავის სახლში უნდა მისულიყო. 

დღესვე დაკავებულებთან „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლებიც დაუშვეს. 

სოფელ ტირძნისის მცხოვრები 4 არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო საბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ბრალად ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას სდებს.

ქართული მხარე მოზარდების გათავისუფლების საქმეში დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები