კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქეთი ბექაური: ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა

11 ნოემბერი, 2009

დღეს იწურება კანონით გათვალისიწნებუილი 72-საათიანი ვადა, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ადვოკატის შუამდგომლობას უპაუხებს.

ბრალდებულის ადვოკატი ქეთი ბექაური საქმეში დამოუკიდებელი კრიმინალისტიკური ექსპეტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის გათვალისწინებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ცოტნე გამსახურდიასთვის ქიმიური ექსპერტიზა კანონდარღვევით არის ჩატარებული. კერძოდ, 9 ანაწმენდის ნაცვლად 4-ის აღება მოხდა, რაც დასკვნის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. ადვოკატი ექსპერტის დაკითხვას მოითხოვს და იმავდროულად, სასამართლოს წინაშე გამსახურდიას სამედიცინო ექსპერტიზის შუამდგომლობით მიმართავს.

ქეთი ბექაურის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა. საპყრობილეში ექსპერტიზის ჩასატარებლად ამ დრომდე არ შესულან. ის საპყრობილეში ქალა-ტვინის ტრავმით და ტვინის შერყევით შეიყვანეს. მას ხუთი ნაკერი ჰქონდა. ბრალდებულის მდგომარეობა უფრო დამძიმდა, რადგანაც  ტრამვებს დაემატა შიმშილობა. იგი უკვე მე-14 დღეა შიმშილობს და განაჩენის გამოტანამდე პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს.

როგორც ცნობილია, გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, ცოტნე გამსახურდიას ხელზე დენთის კვალი აღმოაჩნდა, რაც გამსახურდიასთვის ბრალის წარდგენის ერთ-ერთი მტკიცებულება გახდა. იგი  განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებაშია ბრალდებული. ცოტნე გამსახურდიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს.

წყარო: „მედიანიუსი“

ახალი ამბები