კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პიერ მორელი: „საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანების გატაცებების აღსაკვეთად სპეციალური მექანიზმის შემუშავებაა საჭირო“

12 ნოემბერი, 2009

კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის პიერ მორელის განცხადებით, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანების გატაცებების აღსაკვეთად სპეციალური მექანიზმის შემუშავებაა საჭირო. ამის შესახებ მორელიმ ჟენევის მოლაპარაკებების მერვე რაუნდის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „შეშფოთებულები ვართ უარით, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებაზე გვითხრეს. აუცილებელია, შემუშავდეს მსგავსი ფაქტების აღმკვეთი მექანიზმი“, - განაცხადა მორელიმ, თუმცა აქვე დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, შეხვედრა მაინც პროდუქტიული იყო. შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მერვე რაუნდი კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა.  ქართულმა დელეგაციამ შეხვედრაზე მთავარ საკითხად ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლება დააყენა, რასაც მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებიც შეუერთდნენ, თუმცა უშედეგოდ.  ამასთან, შეხვედრაზე შეთანხმება არც უსაფრთხოების ახალ დოკუმენტზე შედგა, რადგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის და რუსული დელეგაციის წარმომადგენლებმა მისი მიღება დაბლოკეს, მიზეზად კი ის გარემოება დაასახელეს, რომ დოკუმენტის პირველად ვერსიას არ იცნობენ და მის გასაცნობად ორი თვე მოითხოვეს.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები