კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალში დაკავებული ქართველი მოზარდების სასამართლოს გამართვის დრო და საქმის სხვა დეტალები კვლავ დაუდგენელია

12 ნოემბერი, 2009

ცხინვალში დაკავებული ქართველი მოზარდების სასამართლოს გამართვის დრო და საქმის სხვა დეტალები კვლავ დაუდგენელია. ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის ე.წ. კომიტეტი იტყობინება.

 „არანაირი ახალი დეტალი არ გარკვეულა, მათ შორის - არც სასამართლოს გამართვის თარიღი. გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადეს კომიტეტში. ასევე აღნიშნეს, რომ მათთვის უცნობია, ჰყავთ თუ არა დაკავებულებს ადვოკატი ან მიეცემათ თუ არა ოჯახებთან დაკავშირების საშუალება.

სოფელ ტირძნისის მცხოვრები 4 მოზარდი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო საბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი სეპარატისტმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას სდებს ბრალად. 

საქართველოს ხელისუფლება მოზარდების გათავისუფლების საქმეში დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს. თუმცა, ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მერვე რაუნდზე, რომელიც 11 ნოემბერს გაიმართა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები