კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოლიფ სკუგი: „საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში უსაფრთხოება გარანტირებული არ არის“

13 ნოემბერი, 2009

„საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანების უსაფრთხოება გარანტირებული არ არის. ამ კუთხით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, -  განაცხადა 12 ნოემბერს პრესკონფერენციაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დელეგაციის ხელმძღვანელმა, შვედეთის ელჩმა ევროკავშირში ოლიფ სკუგმა.

ტირძნისელი არასრულწლოვნების დაკავებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. თუმცა, ოლიფ სკუგი მიიჩნევს, რომ ბავშვების გატაცების ინციდენტი მოგვარებადია. იგი მხარეებს მოუწოდებს, პრობლემა სწრაფად მოაგვარონ.

 შვედეთის ელჩი ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირი მთლიანად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. იგი წუხს, რომ მისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაკისრებულ მანდატს სრულად ვერ ახორციელებს.

 „პრობლემა არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ იცის, რა ხდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირის მისია გააგრძელებს მუშაობას. ხოლო ჩვენი დელეგაციის მიზანია, დეტალური ინფორმაცია მოიპოვოს როგორც კონფლიქტის ზონებში, ასევე მთლიანად ქვეყანაში არსებული ვითარების თაობაზე“, - განაცხადა ოლიფ სკუგმა.

ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მისია სამოქალაქო, შეუიარაღებელი მისიაა და უფლება არა აქვს, ძალის გამოყენებით აიძულოს აფხაზი ან ოსი სეპარატისტები, მისიის დამკვირვებლები ტერიტორიაზე შეუშვან.  ევროკავშირის დამკვირვებლებს აქამდე არ ჰქონიათ საშუალება, შესულიყვნენ აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე.
 
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და არ ვცნობთ არც დე-ფაქტო მხარეების პოლიტიკას, არც მათ დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ჰანსიორგ ჰაბერმა.

პრესკონფერენციაზე შეკითხვები დაისვა მისიის მანდატთან დაკავშირებით. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, შვედეთის ელჩი მიიჩნევს, რომ მანდატი ყოვლისმომცველია და მისი შეცვლა დღის წესრიგში არ დგას. ელჩი მისიის მუშაობით კმაყოფილია.
 
საქართველოში მყოფმა ევროკავშირის ელჩებმა მოინახულეს ვაზიანის სამხედრო ბაზა. ასევე - წეროვანის, საგურამოსა, წილკანის დევნილთა ჩასახლების ადგილები და ოძისის გამშვები პუნქტი.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები