კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაზარალებული ოჯახი დახმარებას ითხოვს

13 ნოემბერი, 2009

კაიკაციშვილების ოჯახში გაჩენილმა ხანძარმა 80 წლის ავადმყოფი ეთერ მოწყობილი-კაიკაციშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. საწოლს მიჯაჭვული მოხუცი დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა. ხანძრის გაჩენისას ის სახლში მარტო იმყოფებოდა.

შემთხვევის შემდეგ 1 წელი გავიდა, მაგრამ კაიკაციშვილების ოჯახს არანაირი დახმარება არ მიუღია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტში მსგავსი კატეგორიის დაზარალებულთათვის თანხა გათვალისწინებული არაა. ხოლო „ენერგო-პრო ჯორჯია“ ზარალის ანაზღაურებაზე იმ შემთხვევაში დათანმხდება, თუკი ეს სასამართლოს ძალით დაეკისრება. კაიკაციშვილებმა კი სასამართლოში სარჩელის შეტანა ვერ მოახერხეს, რადგან ადვოკატის აყვანის თანხა არა აქვთ.

დაზარალებული ხუთსულიანი ოჯახი ქობულეთის რაიონის სოფელ შუაღელეში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ოჯახის წევრების განცხადებით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მაღალი ძაბვა იყო. იმ დღეებში რამდენიმე მეზობელს ელექტროტექნიკაც დაუზიანდა. პოლიციის რაიონულ განყოფილებას საქმე გამოუძიებია და ხანძრის მიზეზად არასწორად დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობა დაუსახელებია, რასაც დაზარალებულები არ ეთანხმებიან.

კაიკაციშვილები ამჟამად სახლის პირველ სართულზე, ორ ოთახში ცხოვრობენ. აქ ყოველი გაწვიმებისას წყალი ჩამოდის. წვიმისგან თავდაცვის მიზნით ოჯახის დიასახლისმა ჭერში პოლიეთილენის პარკი გააკრა. თუმცა ეს წვიმის წყლის შესაკავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მუნიციპალიტეტისგან კაიკაციშვილები სახლის გადასახური მასალის გამოყოფას ითხოვენ. ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია. მათი ერთადერთი შემოსავალი უმწეობის პროგრამით მიღებული 125 ლარია, რომელიც მიმდინარე თვეში პირველად აიღეს.

მაკა მალაყმაძე

ახალი ამბები