კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსახლკაროდ დარჩენილი ხუთშვილიანი ოჯახი საარსებო შემწეობის გარეშე დარჩა

16 ნოემბერი, 2009
სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში მცხოვრები ხუთი შვილის დედა ესმა რუსიშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილებას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. რუსიშვილებს საცხოვრებელი სახლი 2004 წელს დაეწვათ. მას შემდეგ ოჯახი თავს დროებით  სხვის სახლს აფარებს. რუსიშვილების მთელი ქონება 1 ტელევიზორი და 3 რკინის საწოლია, სადაც 7 ადამიანს სძინავს. გაუსაძლისი მდგომარეობის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტომ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს საარსებო შემწეობა მაინც შეუწყვიტა.

„ხუთი შვილი მყავს - 16 წლის, 14 წლის, 11 წლის, 7 წლის და 4 წლის. მე და ჩემი მეუღლე ვერსად ვმუშაობთ. სანამ საარსებო შემწეობა დაგვენიშნებოდა, დღიურად სხვის ნაკვეთებში ვმუშაობდით და პურის ფულს ვშოულობდით. ახლა ყველას უჭირს და ნაკვეთში სამუშაოდაც აღარავინ გვეძახის. დახმარებიდან დახმარებამდე ნახევრად მშივრები ვიყავით, მაგრამ შიმშილით არ ვკვდებოდით. 174 ლარს ისე ვანაწილებდით, პური მაინც რომ გვქონოდა. რამდენიმე დღის წინ სოციალური აგენტი მოვიდა და საარსებო შემწეობის შეწყვეტაზე ხელი მომაწერინა. მითხრა, დახმარებას ვეღარ აიღებო“, - ამბობს ესმა რუსიშვილი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილების ინფორმაციით, ესმა რუსიშვილის ოჯახს, რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელიც ნუგზარ ჯანაშვილია, საარსებო შემწეობა ახლადაღმოჩენილი გარემოების გამო შეუწყდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ახლადაღმოჩენილი გარემოების დასაზუსტებლად სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის უფროსს ეკატერინე ალავიძეს დაუკავშირდა. „მე თქვენ კომენტარებს არ გაძლევთ. ერთხელ უკვე გაგაფრთხილეთ ამის შესახებ. არ მომწონს თქვენი მუშაობა და მეორედ აღარ დამირეკოთ“, - უკმეხად გვიპასუხა სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი                        

ახალი ამბები