კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მრავალშვილიანი ოჯახი თაღლითობის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩა

16 ნოემბერი, 2009
დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები გურამ ცეცხლაძის ხუთშვილიანი ოჯახი იძულების წესით საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს. აჭარიდან ჩამოსახლებული  ეკომიგრანტების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ცეცხლაძეებს წასასვლელი არსად აქვთ.

როგორც გურამ ცეცხლაძემ განაცხადა, წელიწადნახევრის წინ, სამთაწყაროში მდებარე ბინა ემზარ წიკლაურისგან შეიძინა, რაშიც თანხის ნაწილი - 1000 აშშ დოლარი მაშინვე გადაიხადა, თანხის ნაწილი კი მოგვიანებით უნდა გადაეხადა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ იგივე ბინა წიკლაურმა სხვაზეც გაყიდა და გადაუფორმა კიდეც.

„წიკლაურის ხელწერილიც გვაქვს, სადაც ადასტურებს, რომ თანხა ნამდვილად აიღო. აღარც თანხას გვიბრუნებს და ახალი მფლობელის მოთხოვნით, პოლიციამ სახლიდანაც გამოგვასახლა“, - ამბობს გურამ ცეხლაძე.

დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსის განცხადებით, სახლიდან ცეცხლაძეების გამოსახლება მათ სასამართლომ დაავალათ.

ღია ცის ქვეშ დარჩენილი მრავალშვილიანი ოჯახი ვერც ბინის ქირაობას ახერხებს, რადგან ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დანიშნული საარსებო შემწეობაა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი                        

ახალი ამბები