კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

17 ნოემბერი, 2009

აშშ-ის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი  საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა, ამერიკულ მხარეს ჰქონდა ძალიან სწორი დიაგნოზი, ძალიან სწორი მიდგომები საკითხებისადმი და საკმაოდ ბევრ საკითხზე იყვნენ კარგად ინფორმირებულები.

„მათ ბევრი რამ იცოდნენ და ბევრიც მოისმინეს. მე ვყოფილვარ მსგავსს შეხვედრებზე, მაგრამ იქ ასეთი გახსნილი საუბარი არ ყოფილა. ამ ჯგუფის წევრებს  ყველაფერზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ და პრობლემებში ღრმად გარკვევას ცდილობდნენ. შემიძლია, გითხრათ, რომ ადრე არსებობდა მეტი ილუზია, თუ რა ვითარება იყო საქართველოში დემოკრატიის მხრივ. დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ შემიძლია, ვთქვა, რომ დღეს ეს ილუზია აღარ არსებობს“,-განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის, გიორგი ჩხეიძის თქმით კი, მას საშუალება მიეცა, ადამიანის უფლებების კუთხით და სასამართლოს დამოუკიდებლობის თემაზე გაემახვილებინა ყურადღება.

„ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით, ობიექტური გამოძიებების ხელშეწყობა მოვითხოვე. რასაკვირველია, საუბარი იყო სასამართლო სისტემაზე და მის გაჯანსაღებაზე. თუმცა, განსაკუთრებულად დიდი ყურადღება მაინც მედიას დაეთმო. მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, ვრცლად ესაუბრათ თავიანთ პრობლემების შესახებ“, - აღნიშნა გიორგი ჩხეიძემ.

აშშ-ის მხრიდან უწყებათაშორის ჯგუფში შედის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში მაიქლ პოზნერი. ჯგუფს ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუ. შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და სალჩოს სხვა თანამშრომლებიც.

წყარო: „ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები