კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მთავრობამ ტირძნისელი მოზარდების გატაცების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

17 ნოემბერი, 2009

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, მოსთხოვოს რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს 4 ნოემბერს დაკავებული ქართველი არასრულწლოვნები. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ,  თინა ბურჯალიანმა განაცხადა. ოფიციალური მიმართვა სტრასბურგის სასამართლოში გუშინ გაიგზავნა.

ნინო ბურჯალიანის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლოს იუსტიციის სამინისტრო მუდმივად აწვდის ინფორმაციას. ამ შემთხვევაზე კი ყურადღება იმიტომ გამახვილდა, რომ საქმე ეხება არასრულწლოვნებს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე სტაბილურია.

სტრასბურგში გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მსგავსი ფაქტები საფრთხეს უქმნის ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მოსახლეობის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ბურჯალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრებთა უფლებები განსაკუთრებული სიხშირით ირღვევა რუსი მესაზღვრეების მიერ, ადგილობრივების მიმართ „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით.

საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილ წერილში ჩამოთვლილია ბოლო თვის განმავლობაში დაფიქსირებული მსგავსი ფაქტები. 

ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, 2008 წლის 12 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს დააკისრა ვალდებულება, თავი შეიკავოს ადამიანის უფლებების დარღვევისაგან იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც იგი  აკონტროლებს. სწორედ ამ ვალდებულების კონტექსტში მიმართა ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს.

„რაც შეეხება პროცედურულ ნორმებს, სტრასბურგის სასამართლო შესაბამის ინფორმაციას და მოთხოვნას გადაუგზავნის რუსულ მხარეს. ეს თვეების განმავლობაში კი არ არის გაწერილი, არამედ ამ საკითხის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს უახლოესი დღეების ან კვირების განმავლობაში“,  – განაცხადა ბურჯალიანმა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები