კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თავისუფლებაში“ აცხადებენ, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრნენ

17 ნოემბერი, 2009

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს, კონსტანტინე გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიას პირადმა თანაშემწემ, მირიან პატარკაციშვილმა პარტია „თავისუფლების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პატარკაციშვილის ინფორმაციით, 14 ნოემბერს, დაახლოებით, 12.30 საათზე მას ტელეფონზე ანონიმური ზარით დაუკავშირდა მამაკაცი, რომელმაც მისცა გაფრთხილება, რომ თუ კომისია არ შეწყვეტს გამოძიებას, კომისიის თავმჯდომარესა და ყველა იმ პირს, ვისაც შეხება ექნება კომისიასთან, ფიზიკური ლიკვიდაციით გაუსწორდება. 

„თავისუფლების“ ლიდერის თანაშემწე ამ ზარს ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროინდელი უშიშროების მინისტრის, თამაზ ნინუას მკვლელობას უკავშირებს.

როგორც პატარკაციშვილი აღნიშნავს, კომისია ფლობდა ინფორმაციას, რომ ნინუას მათთვის საინტერესო მასალები უნდა მიეწოდებინა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ შანტაჟთან დაკავშირებით, პარტია „თავისუფლება“ უკვე ამზადებს მიმართვას და შსს-ს ანონიმური ზარის გამოძიებას სთხოვს, რათა მომავალში კომისიის წევრების მიმართ მსგავსი ქმედება გამოირიცხოს.

მირიან პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ არანაირი მუქარისა და შანტაჟის საფუძველზე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი კომისია საქმიანობას არ შეწყვეტს.

წყარო: „ინტეპრესნიუსი“

ახალი ამბები