კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ის უწყებათაშორისი ჯგუფი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსს ეძებს

17 ნოემბერი, 2009

„აშშ-ს უწყებათაშორისი ჯგუფი ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციებს შორის კონსენსუსის ძიებას ეცდება“, - განაცხადა „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ აშშ-ს საელჩოში სახელმწიფო დეპარტამენტის უწყებათაშორის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.

„ალიანსის“ ლიდერი იმედოვნებს, რომ აღნიშნული შეხვედრები საარჩევნო სისტემაზე დიდ  გავლენას მოახდენს.  

 „დღევანდელი შეხვედრაზე ამერიკული მხარისგან მივიღეთ მხარდაჭერა, რომ მოლაპარაკებებში ოპოზიციისა და ხელისუფლების პროზიციებს შორის კონსენსუსის ძიებას მხარს დაუჭერენ. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან. კონკრეტული შედეგები უკვე დასკვნების გამოტანის საფუძველსაც მოგვცემს“, - აღნიშნა  ალასანიამ.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებლის, ლევან გაჩეჩილაძის თქმით, ამერიკული მხარე ქართულ დემოკრატიაში კონკრეტული ხარვეზებით დაინტერესდა.
„შეხვედრაზე საუბარი გვქონდა პრინციპულ და კონკრეტულ საკითხებზე - მედიის პრობლემებზე, საკანონმდებლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, პოლიციის დეპოლიტიზაციაზე. ძალიან ყურადღებით ისმენდნენ, იწერდნენ და სერიოზულ რეაგირებას იძლეოდნენ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ და დასძინა: „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვენის ბედი საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია“.

აშშ-ის მხრიდან უწყებათაშორისი ჯგუფი საელჩოში შეხვედრებს დილიდან მართავს. ჯგუფში შედის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში მაიქლ პოზნერი. ჯგუფს ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუ.

შეხვედრებს ესწრებიან ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და სალჩოს სხვა თანამშრომლებიც.

პირველი შეხვედრა ჯგუფმა სამოქალაქო სექტორთან გამართა. ოპოზიციასთან შეხვედრაში კი მონაწილეობდნენ: ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ალასანია, ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი თარგამაძე.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები