კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრიტანელი ინვესტორი ქართულ სასამართლოს კრიმინალურ გარიგებაში ადანაშაულებს

20 ნოემბერი, 2009

ბრიტანული კომპანია „Thames Steel UK Limited“ კუთვნილი აქტივები - „ქართული ფოლადი“ და „თუჯი XXI“ აღმასრულებელმა კრედიტორ კომპანიას  - „კოლხი ბიზნეს კორპორაციას“ გადასცა. ამის შესახებ 19 ნოემბერს პრესკონფერენციაზე ბრიტანული კომპანიის  გენერალურმა დირექტორმა, ტომას ბლეიკმა განაცხადა. აღნიშნული კომპანიის მიმართ დავალიანების მოცულობას ბლეიკი ამ დროისთვისაც ვერ ასახელებს. 

როგორც ცნობილია, 2 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს სააღრსულებო ბიურომ ჩაატარა განმეორებითი აუქციონი „Thames Steel UK Limited“ის აქტივებზე – სს „ქართული ფოლადი“ და სს „თუჯი XXI“. თუმცა, ქონების შეძენის სურვილი არავის გამოთქვამს. 4 ნოემბერს კი, კერძო აღმსრულებელმა, თამარ კაპანაძემ ბრიტანული კომპანიის იურისტებს აცნობა, რომ კომპანიის აქტივები აუქციონის დღესვე კრედიტორს გადაეცა.

„კრიმინალური ჯგუფის მიერ ჩვენი კომპანიის აქტივების წართმევა განხორციელდა ქართული სასამართლო სისტემის გამოყენებითა და სასამართლოს პირდაპირი დახმარებით.საქართველოს სასამართლო დაეხმარა ამ კრიმინალურ ჯგუფს იმ განჩინებით, რითაც „Thames Steel UK Limited“-ს აეკრძალა იურიდიული და მმართველობითი კონტროლის განხორციელება საკუთარ აქტივებზე საქართველოში. ამასთან, სასამართლომ მხარი დაუჭირა იძულებითი აღსრულების პროცესს, რომელიც განხორციელდა გაუმჭვირვალედ, უსამართლოდ და უსაფუძვლოდ, ჩვენი ჰოლდინგური კომპანიის წინააღმდეგ“, – აღნიშნა თომას ბლეიკმა.

მისივე განცხადებით, ის მოითხოვს კომპენსაციას საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით. „ჩვენ მივმართეთ პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრემიერ–მინისტრ გილაურს საკითხში გარკვევის თხოვნით, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა ფოკუსირდება მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვაზე და ამავე დროს, არ ზრუნავს ინვესტიციების დაცვაზე“, – აცხადებს ბლეიკი.

გამოსავლის ძიებას ბრიტანული კომპანია დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან აქტიური მუშაობით გააგრძელებს. ბლეიკის განცხადებით, ძირითადი პრობლემები რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მმართველ გუნდთან დაიწყო მას შემდეგ, რაც ბრიტანული კომპანიის ხელმძღვანელობამ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ჯოზეფ ქეის თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა.

„Thames Steel UK Limited“-ი შპს „ენერგია და ინდუსტრიის“ კომპლექსის მესაკუთრეა, რომელიც, თავის მხრივ, „ქართული ფოლადის“ და „თუჯი XXI“–ის მფლობელია. „Thames Steel UK Limited“მა შპს „ენერგია და ინდუსტრიის“ კომპლექსი 2007  წელს 70 მლნ დოლარად შეიძინა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები