კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტში თომას ჰამარბერგის უმოქმედობას რუსეთთან „გარკვეული სახის“' ურთიერთობით ხსნიან

20 ნოემბერი, 2009

საქართველოს პარლამენტში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ თომას ჰამარბერგის უმოქმედობას რუსეთთან „გარკვეული სახის“ ურთიერთობით ხსნიან და, შესაბამისად, საყვედურობენ.

20 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ  სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების საკითხთან დაკავშირებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირება. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამერბერგი კი  უმოქმედოა, რაც ბევრ კითხვას აჩენს.

ქართველი დეპუტატის თქმით, როცა საქმე რუსეთს ეხება, ჰამარბერგი განსაკუთრებით დუნეა ხოლმე და რადიკალურ განცხადებებს არ აკეთებს.

„ამ უმოქმედობით სერიოზული ზიანი ადგება ევროსაბჭოს. კითხვები იბადება ამ ადამიანის ობიექტურობასთან დაკავშირებით. იგი ერიდება მკვეთრ განცხადებებს, როცა საქმე ეხება რუსეთს. არავის გაუკვირდეს, როცა ამ ადამაინის რუსეთთან გარკვეული ურთიერთობების შესახებ ეჭვები გაჩნდება“, – განაცხადა მინაშვილმა.

მინაშვილს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ მართალია, საკითხი მეტად საფრთხილოა, მაგრამ  გატაცებული მოზარდების თემა ნებისმიერი საერთაშორისო როგანიზაციისთვის გარკვეულ ტესტს წარმოადგენს.

მისივე თქმით, ქართველი დეპუტატები ევროსაბჭოს არ უპირისპირდებიან, მაგრამ აშკარაა, რომ თუ მათ სურთ, მაქსიმალური ნდობა ჰქონდეთ,  მაქსიმუმი უნდა გააკეთონ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები