კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

20 ნოემბერი, 2009

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა არ დააკმაყოფილა ს/ს „საქართველოს ბანკის“ სარჩელი მოქალაქეების მედეა ზაუტაშვილის, ზვიად და ავთანდილ შავლიაშვილების, ასევე გივი და სოფიო მაზანაშვილების მიმართ, დავალიანების  დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ, სულ 67 000 აშშ დოლარის ოდენობით.

„საქართველოს ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის მტკიცებით, მედეა ზაუტაშვილმა 2003 წელს ბანკიდან 34 000 აშშ დოლარის სესხი გაიტანა და თანხა დღემდე არ გადაუხდია, რის გამოც მას პროცენტი დაერიცხა. ბანკმა სასამართლოს 2008 წელს მიმართა და მედეა ზაუტაშვილისა და მისი თავდებებისათვის დავალიანების დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია მოითხოვა.

საქმის განხილვის შედეგად მედეა ზაუტაშვილის მიერ „საქართველოს ბანკიდან“ სესხის გატანის ფაქტი ვერ დადასტურდა. თავის მხრივ, ზაუტაშვილი საკრედიტო ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვდა, რაც სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა.

„საქართველოს ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის ინფორმაციით, ბანკიდან, თანხა 34 000 აშშ დოლარის ოდენობით ნამდვილად გატანილია. თუმცა, როგორც საქმის განხილვისას გამოიკვეთა, აღნიშნული თანხა თავად ბანკის თანამშრომლებმა მიითვისეს. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები